ტოჩინოშინმა ნავსი გატეხა და გაიმარჯვა

18 იანვარი 2021, 13:16 1589 ნახვა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე წლის პირველ ტურნირზე ზედიზედ 4 წაგების შემდეგ ლევან გორგაძემ ნავსი გატეხა და გაიმარჯვა.

მეცხრე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინმა მე-7 მაეგაშირა მეისეი უვატედაშინაგეთ დაამარცხა.

ამ დროისთვის ქართველის ბალანსი 3-6ზეა და დადებითი ბალანისის დასაფიქსირებლად დარჩენილ 6 შეხვედრაში 5 გამარჯვება სჭირდება.

ბაცუ ბაშოს მეათე საბრძოლო დღეს ლევანი კომოსუბი ტაკაისუს დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში