ელექტრობუსები ბათუმში

26 ოქტომბერი 2016, 00:00 3172 ნახვა

2017 წლიდან ბათუმში ელექტრობუსები გამოჩნდება. საქალაქო ავტოტრანსპორტის  განახლების  პროგრამაზე  ქალაქის მუნიციპალიტეტი და აიპი ''ბათუმის ავტოტრანსპორტი” უკვე მუშაობენ. ამ ეტაპზე უწყება ტექნიკური მახასიათებლების  დასადგენად რეკომენდაციებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს.  მესამე  სექტორს  ერთი კვირა  აქვს რომ მოსაზრებები საქალაქო ტრანსპორტის განვითარებასთან დაკავშირებით  წერილობით  გაწერონ. პროექტის მიხედვით ახალი ელექტრობუსები  ჯერ მხოლოდ ერთ სამარშუტო ხაზზე ივლის, ამასთან დაგეგმილია  ორი  ახალი  ხაზის დამატება  და  ე. წ ყვითელი ავტობუსების  ახალი, ეკონომიური ტრანსპორტით ჩანაცვლება. პროექტის განხორციელება ევროპისა და  განვითარებისა და  რეკონსტრუქციის  ბანკის  სესხით იგეგმება.   

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი