რუსეთი ფინეთის, ვიეტნამის, ინდოეთისა და კატარის დედაქალაქებთან ფრენებს ანახლებს, - მედიის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთის კორონავირუსთა ბრძოლის ოპერატიული შტაბის სხდომაზე მიიღეს. მათივე ინფორმაციით, პანდემიის დაწყების პირველ კვირებში შეწყვეტილი ავიამიმოსვლა აღნიშნულ 4 ქვეყანასთან 27 იანვრიდან აღდგება.
რუსეთის ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ ფინეთის, ვიეტნამის, ინდოეთისა და კატარის ეპიდსიტუაცია ფრენების აღდგენისთვის საჭირო კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. კერძოდ, ამ ქვეყნებში, ყოველ 2 კვირაში, ყოველ 100 000 მოსახლეზე ინფიცირების 40-ზე ნაკლები შემთხვევა ფიქსირდება.