ვის რის სანაცვლოდ სურს პარლამენტში შესვლა?

15 იანვარი 2021, 15:27 906 ნახვა

გირჩის განაყოფი ყველა ოპოზიციურ პარტიასთან შეხვედრას და ახალი ინიციატივის შეთავაზებას აპირებს, რომელიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნას 2021 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების შემდეგ გულისხმობს. იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ოპოზიციის დათანხმებას შეეცდება პარლამენტში შესვლაზე, თუ „ქართული ოცნება“ ახალ ინიციატივას დათანხმდება და ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ჩანიშვნას ვადამდელ არჩევნებს. ალეკო ელისაშვილი კი მზადაა საარჩევნო რეფორმის და პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ შეწყვიტოს ბოიკოტი.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი