14 იანვარი ქართული თეატრის დღეა. თეატრი პირველ რიგში, ხელს უწყობს ადამიანის განათლების დონის ამაღლებას, ასევე აყალიბებს გემოვნებას, ცნობიერებას, ადამიანს ავითარებს და თვალსაწიერს უფართოებს, როგორც პოლიტიკური, ისე სულიერი თვალსაზრისით, და რაც მთავარია, ხშირ შემთხვევაში უზრუნველყოფს ადამიანის როგორც პიროვნების ჩამოყალიბებას.
ქართველ თეატრალთა დღესასწაული ემთხვევა ისტორიულ თარიღს - 1850 წლის 14 იანვარს, როცა გიორგი ერისთავის თაოსნობით ჩვენში პროფესიული თეატრალური ხელოვნება აღორძინდა.
პანდემიის გამო თეატრალური ცხოვრება გამოწვევის წინაშეა. ზოგიერთი დადგმული სპექტაკლის ჩვენება ჯერ არ შემდგარა, სცენისა და მაყურებლის გარეშე ყოფნა რთული აღმოჩნდა მსახიობებისთვის, თან ამას ფინანსური მდგომარეობაც ემატება.