ვარლამ ლიპარტელიანი დოჰას მასტერსის ჩემპიონია

13 იანვარი 2021, 19:32 1706 ნახვა

ყატარის დედაქალაქ დოჰაში მსოფლიო მასტერსი დასრულდა. დასკვნით დღეს ტატამზე ექვსი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, საიდანაც სამმა ფინალურ ეტაპზე გასვლა მოახერხა. საქართველოს ნაკრებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საერთო ჯამში კი ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალია. მესამე დღის საწყისი წონა 90 კგ. იყო, სადაც ბექა ღვინიაშვილი და ლაშა ბექაური გამოდიოდნენ. ღვინიაშვილმა შვედი მარკუს ნიმანი, იაპონელი შოიჩირო მუკაი გერმანელი ედუარდ ტრიპელი, თურქეთის სახელით მოჭიდავე მიჰაელ ზგანკი დაამარცხა და ფინალში ნიდერლანდელ ნოელ ვან ტენდს დაუპირისპირდება. ბექამ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან ვერაფერი გააწყო. ნიდერლანდელმა ჯერ ვაზარი აიღო ბოლოსკენ კი, იპონი გაიფორმა. ღვინიაშვილი მასტერსსზე ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ამავე წონაში კი ახალგაზრდა ბექაურმა ისრაელის ნაკრების წარმომადგენელ ლი კოჩმანს იპონით აჯობა, შემდეგ სერბ ნემანია მაიდოვი დაამარცხა. მეოთხედფინალში კი იგოლნიკოვთან დამარცხდა, თუმცა რეპეშაჟში განტულგას აჯობა და მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში ზგანკს შეხვდა და საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი მოუტანა.

100 კგ.ში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა რუსი ნიიაზ ბილალოვი , უზბეკი მუხამადკარიმ ხურამოვი, ნახევარფინალში ისრაელის წარმომადგენელი პეტერ პალჩიკი დაამარცხა და ფინალში აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევს შეხვდა საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ოქრო მოუტანა.

სამწუხაროდ, მძიმე წონით კატეგორიაში წარუმატებლად იასპარეზეს ქართველმა ძიუდოისტებმა, არადა მძიმე წონაში 3 ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობდა. გელა ზაალიშვილმა კუბელი ენდი გრანდა მალევე დაამარცხა თუმცა, ლეგენდარულ ფრანგ ტედი რინერთან ვერაფერი გააწყო და მტკივნეულ ილეთით წააგო. ლევან მატიაშვილმა უზბეკ ბეკმუროდ ოლტიბოევს 3 შიდო აჰკიდა და გაიმარჯვა, მეორე ეტაპზე კი რუს ინალ ტასოევთან იპონით დამარცხდა. გურამ თუშიშვილის ასპარეზომაც მალევე დასრულდა დოჰას მასტერსსზე . გურამმა რუსი ანტონ კრივობოკოვი გაფრთხილებებით დაამარცხა, სამხრეთ-კორეელ მინჯონგ კიმთან კი იპონით წააგო.

დოჰას მასტერსზე 69 ქვეყნის 398 ძიუდოისტი ასპარეზობდა. საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მეოთხე ადგილი დაიკავა. მამაკაცთა ჩათვლაში კი მეორე.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში