ოქტომბერში საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებია, ამიტომ პარლამენტმა არჩევნების ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებაზე მსჯელობა დაიწყო. ვიდრე „ცესკო“ ტექნოლოგიების დანერგვაზე იზრუნებს, დეპუტატებმა საკანონდებლო ბაზა უნდა მოამზადონ.
თუ არჩევნები ელექტრონული ფორმით ჩატარდება, ამომრჩეველი წინასწარ გაივლის რეგისტრაციას, კენჭისყრის უბანზე მისულს კი სპეციალური აღჭურვილობა დახვდება.
ელექტრონული მოწყობილობა ასკანერებს ბიულეტენს და შედეგებს ითვლის ავტომატურად. საბოლოო ჯამში, კენჭისყრის პროცესის დასრულებისთანავე უმოკლეს დროში ელექტრონულად დათვლილი წინასწარი შედეგების ინფორმაცია იქნება ცნობილი. პროექტის ინიციატორების მიზანი ყველა შესაძლო ტექნიკური პრობლემის თავიდან აცილებაა.
არჩევნები ამ ფორმით რამდენიმე საარჩევნო უბანზე 2018 წლის საპრეზიდენტო და 2019 წლის შუალედური არჩევნების დროს ჩატარდა.