ირაკლი კობახიძის კანდიდატურა გასაგები და ბუნებრივია - ცქიტიშვილი

11 იანვარი 2021, 17:33 943 ნახვა

საქართველოს ვიცე-პრემიერის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ნებისმიერ დროს რთული იქნებოდა. მაია ცქიტიშვილის თქმით, მას აქვს გუნდის ნდობა, რომელიც ხელისუფლებაში რჩება. 

''პარტიის ლიდერის  და ცვლილებების განმახორციელებლის წასვლა რა დროის მომენტიც არ იქნებოდა შერჩეული არის ძალიან რთული, თუმცა როგორც ბატონი ბიძინაც აღნიშნავს მას აქვს იმ გუნდის ნდობა, რომელიც რჩება. ჩვენზე არის უდიდესი პასუხიმგებლობა, რომ შევინარჩუნოთ განვითარების ის გზა, რომელიც  ჯერ კიდევ 2011 წელს მისი მხრიდან იყო შეთავაზებული, როცა პოლიტიკაში მოვიდა. ასევე კიდევ უფრო განვავითაროთ ის ძირითადი მიმართულებები, რომელიც ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას განსაზღვრავს'' - განაცხადა ცქიტიშვილმა. 

ვიცე-პრემიერი ასევე პარტია ''ქართული ოცნების'' თავმჯდომარის პოზიციაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურის წარდგენასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს ლოგიკური იყო. 

''ბატონი ირაკლი წლების განმავლობაში პარტიის აღმასრულებელი მდივანი იყო. მათ შორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელიც იყო. ირაკლი კობახიძე ''ქართული ოცნების'' გუნდის წევრი არის 2012 წლის დასაწყისიდან, შესაბამისად მისი არჩევა პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე არის საკმაოდ გასაგები და ბუნებრივი. გუნდში გვქონდა კონსულტაციები. ბატონი ირაკლის ამ პოზიციაზე არჩევა არის ბუნებრივი გაგრძელება იმ შიდა პარტიული ინსტიტუციური მოწყობის პროცესის, რომელიც პარტიაში მიმდინარეობს'' - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში