ბასილაშვილი ანტალიის ტურნირს გამოეთიშა

11 იანვარი 2021, 16:46 1568 ნახვა

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ანტალიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს გამოეთიშა.

ქართველმა პირველ და მეორე ეტაპზე იტალიელი და თურქი მოწინააღმდეგეები დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

ნიკა მეოთხედფინალში 21 წლის ავსტრალიელ ალექს დე მინურს დაუპირისპირდა და 2 სეტში 2:6; 4:6 დამარცხდა.

ანტალიის საერთაშორისო ტურნირის საპრიზო ფონდი 361 800 ევროა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში