ბიძინა ივანიშვილი -„ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია“- პოლიტიკური შეფასებები

11 იანვარი 2021, 15:15 854 ნახვა

„დარჩება არაფორმალურ მმართველად“, „უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება“ , „გვახსოვს მისი წასვლაც და მოსვლაც“, - ასე ეხმაურება  აჭარაში ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან კიდევ ერთხელ წასვლას. „ლელო საქარველოში“ ამბობენ, რომ ეს ივანიშვილის დამარცხების აღიარებაა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი ფიქრობენ, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნა დაჩქარდება.  „ევროპული საქართველოს“ წევრი არმაზ ახვლედიანი კი ფიქრობს, რომ ივანიშვილი პასუხიმგებლობას გაურბის. რაც შეეხება უმრავლესობას, მიიჩნიათ, რომ ესაა დემოკრატიის მაღალი სტანდარტი. ამბობენ, რომ ივანიშვილი მიდის, მაგრამ ტოვებს ძლიერ გუნდს, რომელსაც ხალხი ენდობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი