შაქარაშვილის საქმეზე სამი ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

11 იანვარი 2021, 14:39 1197 ნახვა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულები საბა ჩხარტიშვილი, საბა გოგშელიძე და ირაკლი წაქაძე სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდნენ. მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის 1000-1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა. ბრალდებულებმა ბრალად წარდგენილი ქმედება აღიარეს, ამასთან ბრალდების მხარეს ყველა მტკიცებულება უდავოდ სცნეს. ადვოკატებმა ასევე საქმის ცალკე გამოყოფასთან დაკავშირებითაც დააყენეს შუამდგომლობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი