4,5 მაგნიტუდის მიწისძვრა თურქეთში. მიწისძვრის ეპიცენტრი ანკარაში, კალეჯიკის რაიონი იყო. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 22:53 წუთზე 12 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. ბიძგები მთელი ქალაქის მასშტაბით იგრძნობოდა. მსხვერპლისა და ზიანის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.