ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ კი განაცხადა, რომ უცხოურ კომპანიებს ნებას არ მისცემს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ირანელ ხალხზე გამოსცადონ. მისი თქმით, ირანელი ხალხი ვაქცინების მწარმოებელი კომპანიებისთვის „საცდელი მოწყობილობა“ არ გახდება და ისინი უსაფრთხო უცხოურ ვაქცინებს შეიძენენ.
ცნობისთვის, გუშინ ირანის უზენაესმა ლიდერმა განაცხადა, რომ მან ქვეყნის მთავრობას შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების იმპორტის აკრძალვა დაავალა.