დღეიდან პარლამენტი ერთპარტიული აღარ იქნება - ასე გახსნა ახალი პარტიის დაფუძნების ყრილობა დეპუტატმა, რომელმაც სხვა ოპოზიციონერი დეპუტატებისგან განსხვავებით საკანონმდებლო საქმიანობაში ჩართვაზე უარი არ თქვა.
დეპუტატებმა, რომლებმაც მანდატები პატრიოტთა ალიანსის სიით მოიპოვეს, ახალი პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელი სოციალისტები“ დააფუძნეს. ცვლის თუ არა ახალი პარტიის შექმნა პოლიტიკურ ვითარებას.