ახალსოფელში აფეთქების შედეგად დაშავებული 2 პირის მდგომარეობა მძიმეა

09 იანვარი 2021, 15:30 1393 ნახვა

ახალსოფელში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაშავებული 4 ადამიანიდან 2   სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს, ორის მდგომარეობა კი მძიმეა და მათ შესაბამისი სამედიცინო ჩარევა დასჭირდათ. აფეთქებისას  ჩამოინგრა საცხოვრებელი სახლის მეორე სართული და წინა ფასადი. ოჯახს ალტერნატიული  საცხოვრებელი დროებითი  ფართი უკვე შესთავაზეს. 

თუ რა სახის დახმარება გაეწევათ მათ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც შესაბამისი ექსპერტიზის პასუხი და სპეციალური კომისიის დასკვნა გახდება ცნობილი. სოკარ გაზში აცხადებენ, რომ  სურმანიძეების ოჯახი, სადაც აფეთქება მოხდა მათი აბონენტია, თუმცა დამატებითი წერტილების დაქსელვის შესახებ არსებობს კითხვის ნიშნები. ფაქტზე გამოძიება 240 ე მუხლით დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში