დონალდ ტრამპმა ტვიტერში 12 საათიანი დაბლოკვის შემდეგ პირველი ჩანაწერი გააკეთა. პოლიტიკოსმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც დაგმო ვაშინგტონში არეულობები, ასევე განაცხადა,რომ უახლოეს დროში მოაგვარებს საკითხს არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენისთვის ძალაუფლების გადაცემის შესახებ. არეულობების გამო ტრამპს წვდომა შეუზღუდა ფეისბუქმა და ინსტაგრამმა, მისი ანგარიშები გაყინეს ტვიჩმა და სნეპჩეტმაც.