კაპიტოლიუმში განვითარებული მოვლენების გამო ორი მინისტრი თანამდებობას ტოვებს

08 იანვარი 2021, 11:45 1128 ნახვა

ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შტურმის დროს დაშავებული პოლიციის ოფიცერი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. კაპიტოლიუმის შტურმის დროს გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა. განვითარებული მოვლენების გამო  ტრანსპორტის და განათლების მინისტრები თანამდებობას ტოვებენ.  შეგახსენებთ, 6 იანვარს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა, რომელზეც ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ.  რამდენიმე საათის შემდეგ სხდომა განახლდა და  კონგრესმა 2020 წლის არჩევნების შედეგები დაამტკიცა .

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი