კონგრესმა არჩევნებში ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცა. რასაც წინ უძღოდა რამდენიმესაათიანი განხილვა და არეულობა, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა გამოიწვიეს. სენატმა და წარმომადგენლობითმა პალატამ უარყვეს მოთხოვნები ჯორჯიასა და პენსილვანიაში ბაიდენისთვის ხმების გაუქმებასთან დაკავშირებით. რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები ასევე აპროტესტებდნენ არიზონის, ნევადისა და მიჩიგანის შედეგებსაც. ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის 270 ხმაზე მეტი 306 ხმა მიიღო. კონგრესისი მიერ ბაიდენის დამტკიცების პროცედურა ბოლო ეტაპია პრეზიდენტად არჩეული ბაიდენის და ვიცე პრეზიდენტად არჩეული კამალა ჰარისის არჩევის პროცესში, ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.