სენატის არჩევნებში დემოკრატები იმარჯვებენ

06 იანვარი 2021, 14:51 994 ნახვა

ამერიკის ჯორჯიის შტატში სენატის არჩევნების მეორე ტურში „დემოკრატების“ კანდიდატმა რაფაელ უორნოკმა „რესპუბლიკელი“ კელი ლეფლერი დაამარცხა.  „რესპუბლიკელ“ მეტოქესთან, დევიდ პერდუსთან შედარებით მცირე უპირატესობა აქვს „დემოკრატ“ კანდიდატ ჯონ ოსოფსაც. არჩევნების საბოლოო შედეგები დღეს მოგვიანებით გახდება ცნობილი. ეს ორი მანდატი განსაზღვრავს, თუ რომელ პარტიას ექნება კონტროლი აშშ-ის სენატში. იმ შემთხვევაში, თუკი არჩევნების მეორე ტურში „დემოკრატი“ კანდიდატები გაიმარჯვებენ, კონგრესის ზედა პალატაში „რესპუბლიკელებსა“ და „დემოკრატებს“ თანაბარი რაოდენობის,  50-50-ზე, მანდატები ექნებათ, თუმცა აშშ-ის კონსტიტუციის თანახმად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სენატის თავმჯდომარეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ საკითხზე კენჭისყრისას ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, კამალა ჰარისს გადამწყვეტი ხმა ექნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი