ვაშინგტონში საპროტესტო დემონსტრაციის დროს აშშ-ის ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. კონგრესში საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების დამტკიცების წინ ტრამპის ასობით მხარდამჭერი მოითხოვს, რომ სადავო შტატებში, რომლებშიც ბაიდენმა ხმების მცირე უპირატესობით გაიმარჯვა, ამომრჩევლთა ხმები გაბათილდეს. თავდაპირველად დემონსტრაცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა. შეტაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც დემონტრანტების დასაშლელად პოლიციამ წიწაკის ბალონები გამოიყენა. სხვადასხვა კანონდარღვევის, მათ შორის იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის, ასევე პოლიციელზე თავდასხმის გამო 6 ადამიანი დააკავეს.