შობის ღამეს ტაძრებში წესების დაცვა და დისტანციის შენარჩუნება მთავარი რეკომენდაციაა - გაბუნია

06 იანვარი 2021, 13:32 1169 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, შობის ღამეს ეკლესიებში წესების დაცვა და ფიზიკური დისტანციის შენარჩუნება მთავარი რეკომენდაციაა. 

ამის შესახებ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

''დღეს აღარ იმოქმედებს 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოძრაობის შეზღუდვა. რა თქმა უნდა, ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის შესრულდეს, ეს არის ისევ და ისევ  ინდივიდუალურ დონეზე პირადი ჰიგიენის დაცვის საშუალებების გამოყენება - ნიღაბი, ხელის ჰიგიენა და ასევე ფიზიკური დისტანციის დაცვა - 2 მეტრი.

დღეს დიდი დღესასწაულია, ყველა ველოდებით ამ დღეს, მაგრამ მნიშვნელოვანია ამ წესების დაცვა არ დაგვავიწყდეს და მივყვეთ იმას, რაც დაგვიცავს ინფექციის გავრცელებისგან.

ეკლესიასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით მუშაობდა, ბევრი დღესასწაული იყო ამ პერიოდის  განმავლობაში და წესების დაცვა ხდებოდა. ამდენად ეს წესები იქნება ძალაში საეკლესიო მსახურების დროს“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში