ირმა ინაშვილის ბრიფინგი

05 იანვარი 2021, 18:10 954 ნახვა

“იარლიყების მიკერება არის მანკიერი ტრადიცია ქართულ პოლიტიკაში, რაც უნდა დასრულდეს”- ასე გამოეხმაურა ირმა ინაშვილი “ქართული ოცნების'' აღმასრულებელი მდივნის განცხადებას. რომელმაც თქვა, რომ "პატრიოტთა ალიანსის" რუსული შემადგენელი ნაწილი არ შევიდა პარლამენტში. ირაკლი კობახიძე ასე "პატრიოტთა ალიანსის" პარტიული სიის 4 წევრის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. 

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, “ქართული ოცნება” თამაშობს დასავლური ღირებულებების მქონე პარტიას, რომელმაც არჩევნები გააყალბა. ირმა ინაშვილი ამბობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” კომუნისტური საქართველო ააშენა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი