ამერიკის ვისკონსინის შტატში ერთ-ერთი სამედიცინო ცენტრის თანამშრომელი, რომელსაც მოდერნას ვაქცინის 600-მდე დოზის განზრახ გაფუჭებაში ადანაშაულებენ, შეთქმულების თეორიის მომხრეა და მიიჩნევს, რომ პრეპარატს ადამიანებისთვის ზიანის მიყენება და მათი დე-ენ-ემის შეცვლა შეუძლია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია შტატის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.
მანამდე სამართალდამცველებმა სტივენ ბრანდერბერგი დააპატიმრა , რომელმაც განზრახ გააფუჭა მოდერნას ვაქცინის 500-ზე მეტი დოზა. გაფუჭებული პარტიის ღირებულება 11 ათასამდე დოლარს შეადგენს.
პოლიციის განცხადებით, სტივენ ბრანდერბერგმა ვაქცინებიანი ყუთი მაცივრიდან გამოიღო და იგი 12 საათის განმავლობაში გარეთ დატოვა, რამაც ვაქცინის უვარგისობა გამოიწვია. ბრანდერბერგის სასამართლო მოსმენა 19 იანვარს გაიმართება.