მნიშვნელოვანია, რომ „პატრიოტთა ალიანსის” რუსული შემადგენელი ნაწილი არ შემოვიდა პარლამენტში - კობახიძე

05 იანვარი 2021, 15:09 947 ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ „პატრიოტთა ალიანსის” რუსული შემადგენელი ნაწილი არ შევიდა პარლამენტში. ირაკლი კობახიძის თქმით, მეათე მოწვევის საკანონმდებლო ორგანო იქნება მრავალპარტიული.

„პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ოპოზიციური პარტია შემოვიდა საქართველოს პარლამენტში. მანამდე ვიტყვი იმასაც, რომ მნიშვნელოვანია, ასევე „პატრიოტთა ალიანსის” რუსული შემადგენელი ნაწილი არ შემოვიდა პარლამენტში და მეათე მოწვევის პარლამენტი იქნება ისეთი პარლამენტი, სადაც არც ერთი ღიად პრორუსული პარტია არ იქნება წარმოდგენილი. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და საქართველოს პარლამენტში არ უნდა ვიხილოთ  არც ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც არიან ღიად ანტიდასავლურები, აქ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, „ნაციონალურ მოძრაობას”'' - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

„პატრიოტთა ალიანსმა“ საპარლამენტო არჩევნებზე ოთხი მანდატი მიიღო. ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს. გელა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი პარლამენტში სწორედ მათი ადგილმონაცვლეები იქნებიან. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში