ეპიდსიტუაციის გამო წელს, ალბათ, ნაკლებად პომპეზურად აღნიშნავენ ოჯახები ახალ წელს. გვევალება ყველა რეკომენდაციის დაცვა, ამიტომ არც სვანეთია გამონაკლისი, სადაც წლის ერთ-ერთ მთავარ დღესასწაულს მოკრძალებულად ზეიმობენ, თუმცა მიზანი ერთია - დღესასწაულს ისე უნდა შეხვდნენ, რომ ახალმა წელიწადმა თითოეულ ოჯახს ბედნიერება, ჯანმრთელობა, ბარაქა, სიკეთე და სიხარული მოუტანოს.
საინტერესოა მეკვლეობის ტრადიციაა და განსხვავებულია საახალწლო სუფრაც, რომლის მთავარი კერძია კუბდარი. ასევე გაჩვენებთ როგორ მზადდება ჭიშდვარი ძველ ბაჩვიბიში.