2020 მთავარი მოვლენები

31 დეკემბერი 2020, 20:20 1288 ნახვა

4 საათზე ნაკლები დრო რჩება ახალი, 2021 წლის დადგომამდე, შესაბამისად მალე  2020 წელი ქვეყნის ისტორიის ნაწილი გახდება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ რთული და გამოწვევებთან გამკლავების 12 თვე იყო. პანდემიამ, ისევე როგორც მსოფლიოს, ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგიც მნიშვნელოვნად შეცვალა. ჩვენი მოსახლეობის ნაწილი დღემდე იბრძვის კოვიდკლინიკაში სიცოცხლისთვის, მოქალაქეები დარჩნენ სამსახურის  გარეშე, დაიკეტა სკოლები და ბაღები, ქვეყნის საზღვრები.

რაც განსაკუთრებით მტკივნეულად  აისახა ეკონომიკაზე.  მოკლედ, ამ ყველაფერმა, ბუნებრივია, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე იქონია გავლენა. კორონავირუსის გამო პოლიტიკურად დატვირთული წლის მეორე ნახევარი იყო, როცა დამტკიცდა საკონსტიტუციო ცვლილებები, რასაც წინ საპროტესტო აქციები უძღოდა. ოპოზიცია და მმართველი გუნდი ვერ თანხმდებოდნენ საარჩევნო მოდელზე.

2020 წლის ძირითადი  მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები არჩევნებს   უკავშირდებოდა, შესაბამისად, ფოკუსი და პოლიტიკური ვექტორის სწორება საპარალამენტო არჩევნების ჩატარებაზე იყო მიმართული.   წლის ბოლო და  მთავარ გამოშვებას სწორედ პოლიტიკური მოვლენების მიმოხილვით ვიწყებთ. რითი იყო გამორჩეული  და დასამახსოვრებელი 2020 წელი.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი