ხელისუფლებამ და ოპოზიციამ კრიზისიდან გამოსავალს კვლავ ვერ მიაგნეს და შესაბამისად უცნობია, როდის გაიმართება მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი და რა შედეგი ექნება მას. არჩევნების თარიღზე ვერც ოპოზიცია ჩამოყალიბდა, რადგან როდისთვის უნდა მოითხოვონ რიგგარეშე არჩევნები გაერთიანებულ ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა.
ოპოზიციის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება კეთდება. მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ კომპრომისის მიღწევა შესაძლებელი იქნება.