საქართველოს ბიუჯეტი 2021 - საკომიტეტო განხილვა

28 დეკემბერი 2020, 20:10 901 ნახვა

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს კენჭი ხვალ უნდა უყარონ. ის, რომ ქვეყანაში რთული ეკონომიკური სიტუაციაა მმართველ გუნდშიც თანხმდებიან და სწორედ ბიუჯეტის პროექტი მოჰყავთ არსებულ რეალობასთან ყველაზე შესაბამისობაში. ეს დოკუმენტი მმართველი გუნდის ოპონენტების კრიტიკის მიზეზი კიდევ ერთხელ გახდა.

ოპოზიციის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტში გაწერილი მაჩვენებლები ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს. ხვალ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს  ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიღება ოპოზიციის გარეშე მოუწევთ. 

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი