ოპოზიცია მოლაპარაკებების განახლებას ახალი წლის შემდეგ ელოდება. მათთვის უცნობია როდის შედგება მეხუთე რაუნდი. ამბობენ, რომ უცვლელია მთავარი მოთხოვნა და ეს რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნაა. მანდატებზე უარი 54 დეპუტატმა უკვე თქვა, მათი განცხადებები პარლამენტის უმრავლესობას ჯერ არ დაუკმაყოფილებია, პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი შესაძლოა იანვარში ან საგაზაფხულო სესიაზე განიხილოს.