არსებული ინფორმაციით, ელენე ხოშტარია „ევროპულ საქართველოს“ რიგებს ტოვებს.
საკითხზე პარტიაში განცხადება მოგვიანებით გაკეთდება. ბრიფინგი 15:00 საათზეა ჩანიშნული.
ელენე ხოშტარია ამ ეტაპზე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
არსებული ინფორმაციით, ,,ევროპულ საქართველოდან" წასვლის შემდეგ, ელენე ხოშტარია არცერთ პარტიაში არ აპირებს გაწევრიანებას და ის თავად შექმნის ახალ პოლიტიკურ პლატფორმას.