ოპონენტების გარეშე მოუწევს “ქართული ოცნების” წევრებს ხვალ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2021 წლის, საბოლოოდ კორექტირებულ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა. მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიღება კი, 29 დეკემბრის რიგგარეშე სესიაზე.
საკითხზე,"ქართული ოცნების" ოფისში უკვე იმსჯელეს. მმართველი გუნდის განცხადებით, ეს ბიუჯეტი ზუსტად ესადაგება იმ გამოწვევებს, რაც ქვეყანაში პანდემიამ დააყენა.