დღეს "ნაციონალური მოძრაობა" ყრილობაზე ახალ თავმჯდომარეს დაამტკიცებს, რომელიც 18 საათზე დაიწყება.
მას შემდეგ, რაც პარტიის წევრების და მხარდამჭერების თითქმის 65-მა პროცენტმა, ელექტრონული კენჭისყრით, პარტიის თავმჯდომარედ ნიკა მელია აირჩია, ახლა გადაწყვეტილება უკვე ყრილობაზე უნდა დამტკიცდეს. პარტიის ინფორმაციით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში, 20 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.