ოპოზიცია “სტატუს კვოს” ცვლილებას უარყოფს

27 დეკემბერი 2020, 15:30 1114 ნახვა

„მანდატები მოვიპოვეთ იმისთვის, რომ პარლამენტში გავაგრძელოთ საქმიანობა, ოღონდ პოლიტიკური შეთანხმება უნდა მოხდეს“- ეს არის ოპოზიციის პასუხი არჩილ თალაკვაძის კომენტარზე, პარლამენტის თავმჯდომარის მოსაზრებით, ოპოზიციის ნაწილი საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთვება და სტატუს კვო მალე შეიცვლება. ოპოზიციის ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ნამდვილად არსებობს შესაძლებლობა, მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში ოპოზიციამ საქმიანობა პარლამენტში გააგრძელოს.

მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ იმ პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც დღესდღეობით არსებობს, მხოლოდ ვადამდელი არჩევნები განმუხტავს. განმარტავენ, რომ მათი 4 მოთხოვნა ისევ უცვლელია: ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და საარჩევნო გარემო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში