ტელეწამყვანი ჯულიეტა ვაშაყმაძე გარდაიცვალა

27 დეკემბერი 2020, 12:49 1409 ნახვა

ცნობილი ტელეწამყვანი ჯულიეტა ვაშაყმაძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჯულიეტა ვაშაყმაძე საქართველოს პირველ არხზე ტელევიზიის დაარსების დღიდან, 1956 წლის 30 დეკემბრიდან მუშაობდა, ჯერ დიქტორად, ხოლო 1968 წლიდან ტელეკომენტატორად. სხვადასხვა დროს მიჰყავდა საინფორმაციო, თეატრალური, კულტურული, სოციალური და სხვა სახის ტელეგადაცემები.

ჯულიეტა ვაშაყმაძე გადაღებულია არაერთ ფილმში. მათ შორის: „ყვავილი თოვლზე“, „პაპა გიგია“, „თოჯინები იცინიან“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“.

1996 წელს მიღებული აქვს ღირსების ორდენი. 1967 წელს კი, საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი მწუხარებას გამოთქვამს ლეგენდარული ტელეწამყვანის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში