შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 497 შემთხვევა გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად 64 ფიზიკური პირი დააჯარიმა.პირბადის ტარების წესის დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეები 20 ლარით ჯარიმდებიან. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის — 2 000-ით. იურიდიული პირები 10 000 ლარით ჯარიმდებიან. განმეორებითი ჯარიმა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.