საქართველოს საგარეო სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი. მემორანდუმი ითვალისწინებს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საერთაშორისო სამართლის სასწავლო/სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს შორის არსებული თანამშრომლობის განმტკიცებას და ინსტიტუტის კიდევ უფრო მეტ ჩართულობას საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამართლებრივ უზრუნველყოფაში.