სპორტსმენებისა და ხელოვანების დაჯილდოება

25 დეკემბერი 2020, 14:57 2483 ნახვა

ბათუმის მერიამ წლის წარმატებული სპორტსმენები და კულტურის დარგში მოღვაწე გამორჩეული ხელოვანები სიგელებით დააჯილდოვა. ნომინაციაში “წლის სპორტსმენი“ გამარჯვება ანა დიასამიძემ და გიორგი თხილაიშვილმა  მოიპოვეს.   “წლის მწვრთნელის“  წოდება კი ხათუნა გიორგაძესა და მამუკა მჟავანაძეს მიენიჭათ. „წლის  ხელოვანებად“ დასახელდნენ ნატალია ორაგველიძე და მანუჩარ შერვაშიძე. წარმატებული მოღვაწეები დაჯილდოვდნენ „წლის ფიზიკური აღზრდისა  და სპორტის მასწავლებლის“ ასევე ‘’სპორტული  მიღწევებისათვის“ ნომინაციებშიც. პანდემიდან გამომდინარე დაჯილდოების ცერემონიალი წელს არ გაიმართა და გამარჯვებულებს პრიზები დაწესებული რეგულაციების შესაბამისად გადაეცემათ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი