ნიკა მელია თუ ლევან ვარშალომიძე- ენმ-ს ახალი თავმჯდომარის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი

25 დეკემბერი 2020, 12:38 732 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი. პარტიის გადაწყვეტილებით, თავმჯდომარის არჩევა რამდენიმე დღის განმავლობაში ელექტრონული კენჭისყრით მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.პარტიის თავმჯდომარედ წარდგენილია ორი კანდიდატი - ლევან ვარშალომიძე და ნიკა მელია. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება სწორედ ამ ორ კანდიდატს შორის მოუწევს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ელექტრონულ კენჭისყრაში მონაწილეთა უმეტესობა ნიკა მელიას დანიშვნას უჭერს მხარს. კენჭისყრა 21 დეკემბერს დაიწყო და დღეს, 21.00 საათამდე გაგრძელდება. გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ კი პარტიის თავმჯდომარეს უახლოეს მომავალში გამართულ ყრილობაზე დაამტკიცებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში