ელენე ნიჟარაძე სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორის პოსტს აღარ იკავებს. ჩვენი ინფორმაციით, სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით ის თანამდებობიდან გადააყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ ისფედის ბორდის წევრი თამარ სართანია ადასტურებს.
თავად ნიჟარაძე მედიასთან ჯერ არ გამოჩენილა. ორგანიზაციაში ბრიფინგი პირველ საათზეა ჩანიშნული. უკავშირდება თუ არა ეს გადაწყვეტილება ორგანიზაციის მიერ შეცვლილ და ქართული ოცნების სასარგებლოდ განახლებულ პარალელური დათვლის შედეგებს, ცოტახანში გაირკვევა.