მთავრობის დამტკიცებამდე რიგგარეშე სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ დეპუტატებს მოხსენებით მიმართა და სამთავრობო პროგრამა გააცნო. შემდეგ კი ქართული ოცნების წევრების შეკითხვებს უპასუხა. ერთადერთ ოპოზიციონერ დეპუტატს მთავრობასთან კითხვები არ ჰქონია. ქართული ოცნების წევრების კითხვები შეეხებოდა მიწის საკუთრების რეგისტრაციას, ჯანდაცვის სისტემის გამოწვევებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს. თორნიკე რიჟვაძის თქმით, მომდევნო 4 წელიწადში ეკონომიკის ზრდამ 6,5 % უნდა შეადგინოს.