გურამ კაშია უეფას დოკუმენტურ ფილმში

23 დეკემბერი 2020, 23:23 1871 ნახვა

უეფას დოკუმენტურ ფილმში, რომელიც ფეხბურთში დისკრიმინაციისა და რასიზმის პრობლემებთან დაკავშირებით გადაიღეს გურამ კაშიაც გამოჩნდა. დოკუმენტური ფილმი - „განრისხებულები“ თითქმის ერთ საათიანია და მასში ფეხბურთის ცნობილი ვარსკვლავები იხსენებენ, როგორ წააწყდნენ საფეხბურთო მოედანზე თუ მის მიღმა რასიზმსა და დისკრიმინაციას.

კაშიამ 2017 წელს არნემის „ვიტესის“ შემადგენლობაში სპეციალური სამკლავურით ითამაშა,რაც ლგბტ ადამიანების მხარდაჭერას გულისხმობდა. ამ ფაქტს საქართველოში დიდი გამოეხმაურება მოჰყვა. იმავე წლის ბოლოს კი გურამმა უეფას სპეციალური ჯილდო Equal Game მიიღო, როგორც თანასწორი უფლებებისთვის მებრძოლმა სიმბოლომ.

ფილმში საკუთარ უფლებების შეზღუდვაზე პოლ პოგბა, ნადია ნადიმი, მეგან რაპინო, მოიზე კინი, დეიან ლოვრენი, ოლივიე ჟირუ, შანის ვან დე სანდენი, ტაირონ მინგსი, ხუან მატა, კალიდუ კულიბალი საუბრობენ. უეფას დოკუმენტურ ფილმში ასევე ჟოზე მაურინიო, რუდ გულიტი და სხვა საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში