ელჩების კონფერენცია 2020-ის ფარგლებში სამუშაო სესია გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დისკუსიის მონაწილეებმა ისაუბრეს მიმდინარე წელს ევროპის ქვეყნებთან ორმხრივ ურთიერთობებისა და სამომავლო პრიორიტეტებზე. მსოფლიოს მასშტაბით კოვიდ პანდემით შექმნილი გარემო და ვირუსის გავრცელებით განპირობებული სირთულეები კვლავ 2020 წლის მთავარ გამოწვევად დასახელდა. საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის 2021 წლის სამიტისთვის მზადებას.