სუბარი ოპოზიციური პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით ინიციატივას ამართლებს

22 დეკემბერი 2020, 14:31 1114 ნახვა

სოზარ სუბარი ირაკლი კობახიძის ინიციატივას ოპოზიციური პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით ამართლებს და ამბობს, რომ ოპოზიციას, რომელიც არ შედის პარლამენტში და მუდმივად რევოლუციაზე საუბრობს, დაფინანსება  უნდა შეეზღუდოს. თუმცა მედიამ დეპუტატს 2008 წელს გაკეთებული განცხადება შეახსენა, როდესაც  სახალხო დამცველის რანგში მყოფი სუბარი კატეგორიულად გმობდა ოპოზიციური პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტას და აცხადებდა რომ ეს არის "პირდაპირი დარტყმა დემოკრატიის განვითარებასა და პლურალიზმზე".

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში