საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ტაქსის მძღოლებს მოუწოდებს ჩაიტარონ გრიპის ვაქცინაცია. მსურველებს სეზონური გრიპის ვირუსზე აცრების ჩატარება პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში შეუძლიათ. მიზნობრივი ჯგუფების გარდა, უფასო ვაქცინაციისთვის ბარიერი მოიხსნა ძალოვანი უწყების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრებისთვისაც, ასევე აცრების გაკეთება შეუძლიათ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებსაც. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში ვაქცინის 65 ათასი დოზაა.