პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ

21 დეკემბერი 2020, 18:05 976 ნახვა

პარლამენტში მთავრობის ეკონომიკური გუნდის მოსმენა დასრულდა.  ხუთმა კომიტეტმა სამთავრობო პროგრამასა და მინისტრობის კანდიდატებს ნდობა ერთხმად გამოუცხადა. საკუთარი პროგრამა  დღეს მინისტრობის 4 -მა კანდიდატმა წარადგინა.

სამთავრობო პროგრამის წარდგენის შემდეგ მინისტრობის კანდიდატებმა ლევან დავითაშვილმა,  მაია ცქტიტიშვილმა, ივანე მაჭავარიანმა და ნათია თურნავამ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს, თუმცა სხდომას  მხოლოდ   ,,ქართული ოცნების“  წევრები ესწრებოდნენ.

ეკონომიკის მინისტრმა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ანაკლიის პორტის ოპერირება დაასახელა. საგარეო ვალი, რომელიც როგორც ფინანსთა მინისტრი ამბობს. ქვეყანას ბევრი აქვს და უნდა შემცირდეს, რისთვისაც ივანე მაჭავარიანი  ახალი სტრატეგიაზე მუშაობას აანონსებს.

მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ მთავრობის ვალის მაჩვენებელმა  შიდა პროდუქტის 60%-ს მიაღწია.  მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის  ნდობის გამოსაცხადებლად  სხდომა 24 დეკემბერს  ჩატარდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი