საბერძნეთში, ათენში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საკონსულო ათენში გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მუდმივად ეკონტაქტება და ამ ეტაპზე, გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობა მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია კაცი, რომელიც ათენში სამუშაოდ იმყოფებოდა.