საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი ორი წლით გახანგრძლივდა

20 დეკემბერი 2020, 12:25 829 ნახვა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში მანდატი 2 წლით გაუხანგრძლივდა. მანდატის მოქმედების ვადად 2022 წლის 14 დეკემბერი განისაზღვრა. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, 2020 წლის 15 დეკემბრიდან 2022 წლის 14 დეკემბრამდე პერიოდისთვის მისიას 44.8 მლნ ევროს ოდენობის ბიუჯეტი გამოუყო.

ევროკავშირის შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია საქართველოში 2008 წლის სექტემბერში გამოიგზავნა, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის შუამავლობით ხელი მოეწერა ექვს პუნქტიან შეთანხმებას, აგვისტოს ომის დასრულების შესახებ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში