ბიზნესმენები გამოთქვამენ სურვილს შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც მჭიდროდ ითანამშრომლებს შემოსავლების სამსახურთან, რათა ერთობლივი მუშაობის შედეგად მოხდეს ბიზნესისთვის აქტუალური საკითხების იდენტიფიცირება.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. მხარეებმა ერთმანეთს ანტიკრიზისული გეგმის შესახებ მოსაზრებები გაუზიარეს.