ოპონენტებს შორის შეთანხმებას ეჭვის თვალით ქართველ პოლიტიკოსებთან ერთად, უკვე საერთაშორისო პარტნიორებიც უყურებენ. საქართველოში ევროკავშირის ელჩი ამბობს, რომ პარტიები ერთმანეთს დღითიდღე შორდებიან.
კარლ ჰარცერი გადადგმულ ნაბიჯებს უწუნებს, როგორც მმართველ გუნდს, ასევე ოპოზიციას. ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში ოპონენტების წინააღმდეგ ინიცირებული კანონპროექტები შემაშფოთებელია და მოლაპარაკებების პროცესს ხელს უშლის. მე-5 რაუნდის გამართვის თარიღი კარლ ჰარცელისთვისაც უცნობია. როგორ აფასებენ ოპონენტები ელჩის განცხადებას და უფრო კონკრეტულად რაზე ისაუბრა კარლ ჰარცელმა.