განათლების სამინისტროს შესაძლოა კულტურის სამინისტრო გამოეყოს

18 დეკემბერი 2020, 18:04 1580 ნახვა

გია ვოლსკის ინფორმაციით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის სამინისტროს კვლავ ცალკე უწყებად გამოყოფაა დაგეგმილი.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, მთავრობის დაკომპლექტების საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს. გარკვეული შეთანხმებები უკვე არსებობს, მაგრამ საკითხი უნდა მივიდეს ბოლომდე.

„მნიშვნელოვან ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, თუ არ ჩავთვლით იმ გეგმას, რომელიც შესაძლოა უახლოეს პერიოდში იყოს რეალიზებული - ეს არის კულტურის სამინისტროს გამოყოფა და იუსტიციის მინისტრის ვაკანტური პოსტის შევსება“, - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ. მისივე ინფორმაციით, მთავრობაში სხვა ცვლილება დაგეგმილი არ არის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი